რის გამო უჩივლა ფლორიდის მაცხოვრებელმა "დისნეილენდს" სასამართლოში - ხელის თხოვნა კონკიას ზღაპრულ კოშკთან

17:09 10-10-2018
289

ამერიკელმა მამაკაცმა, Disney World-ის წინააღმდეგ, სასამრთლოში სარჩელი, მას შემდეგ შეიტანა, როცა მას, ხელის თხოვნის ცერემონიაზე, ხელი შეეშალა. დისნეილენდის ადმინისტრაციამ, ამ ინციდენტის გამო, მამაკაცმა, ჯარიმის სახით, ასი დოლარი გადაიხადა. 

New York Post-ის ინფორმაციით, 57 წლის მარკ რუბინი, ნიუ-იორკიდან, ფლორიდის შტატში, შეყვარებულთან ჩაფრინდა. მას დაგეგმილი ჰქონდა, ჯადოსნურ სამეფოში, კონკიას ზღაპრულ კოშკთან, მისთვის წინადადების შეთავაზება - ხელის თხოვნა.  

მაგრამ სამწუხაროდ, მისი გეგმები, მოლოდნელად ჩაიშალა - დისნეილენდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სწორედ იმ რომანტიკულ მომენტში შეუშალა ხელი, როცა შეყვარებულს, გულს და ხელს სთხოვდა. მან, წყვილს შენიშვნა მისცა, იმის გამო, რომ სათანადო ადგილი, ვერ აირჩიეს - ეს ადგილი, მხოლოდ კოშკში შემსვლელთათვის არის განსაზღვრულიო. დისნეილენდის ადმინისტრაციამ, მამაკაცს 100 დოლარის ოდენობის, ჯარიმა გადაახდევინეს.

Walt Disney Parks and Resorts - ის ადმინისტრაციას, მამაკაცი, 15 ათასი დოლარზე მეტს სთხოვს, არასწორი ქმედებისთვის და ცუდი მოპყრობისთვის.  

ცნობილია, რომ მამაკაცმა, დისნეის თანამშრომელს თხოვნით მიმართა, რომ რამდენიმე წუთი დაეთმო მისთვის, რაზეც უარი მიიღო. მამაკაცი, ჩვენებაში აცხადებს, რომ ქალბატონის მხრიდან, ხელით შეხებას ჰქონდა ადგილი.  

მენეჯერი, რომელიც დასახმარებლად გამოიძახეს, აცხადებს, რომ ეს ინციდენტი, მას არ დაუნახავს. ამის შემდეგ მამაკაცი, დისნეილენდიდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს და რამდენიმე დღეში, პატიმრობა შეუფარდეს.  

იმ ადამიანების უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც მუშაობენ და იცავენ ჩვენს პარკს, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. სასამართლო პროცესზე, ყველა სახის განცხადებაზე, პასუხს ვაგებთ და ყველა კითხვას გავცემთ სათანადო პასუხს - აცხადებს Disney-ს წამომადგენელი.  

იხ. ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე