12 ოქტომბერს, 12:00 საათიდან გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შემდეგი სტენდით იდგება: „მე საუკეთესო კანდიდატი ვარ“.
"ნებისმიერ სტუდენტს, პროფესორსა თუ გამვლელს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს პრეზიდენტობის კანდიდატთან და შეაცვლევინოს აზრი.
„ეს იქნება სტარტი. მინდა, რომ ეს პროექტი იყოს უფრო ფართო და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ უნივერსიტეტთან. შესაძლოა, დამჭირდეს იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც დარწმუნებულები არიან „გირჩის“ იდეების სისწორეში, დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს არის ერთადერთი სწორი, მორალური, ეკონომიკურად გამართლებული გზა ამ ქვეყნისთვის და თუ სურვილს გამოთქვამთ, შესაბამისად, ვეცადოთ, რომ სხვა უნივერსიტეტებთანაც მოვაწყოთ რაღაც მსგავსი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ „გირჩის“ ნებისმიერი მხარდამჭერი, რომელსაც გააზრებული აქვს ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ნებისმიერ დებატში ნებისმიერი ადამიანისთვის შეძლებენ მოგებას,” - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში", - აღნიშნულია "გირჩის" განცხადებაში.