ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი შორდებიან? - ვინ არის ახალგაზრდა ქარიზმატული ქალბატონი (ვიდეორგოლი)

18:26 10-10-2018
3892

მაქსიმ გალკინს, ჟურნალისტთან ღალატში დანაშაულებენ. რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი, ახალგაზრდა და ქარიზმატულ კოლეგაზე, იულია ბარანოვსკიზეა შეყვარებული.

სააგენტო 7 დღე-ს ინფორმაციით, მაქსიმი, ხშირად არ მიდის ოჯახში და ყველანაირ გზას ეძებს, იულიასთან შესახვედრად. ინსაიდერების ინფორმაციით, მათი სასიყვარულო რომანი, კიდევ უფრო მძაფრდება - რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი დაჯილდოების ცერემონია, წყვილმა, ერთად დატოვა.

სოციალურ ქსელებში, უკვე მაქსიმის და ალას დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ.

ჟურნალისტების კითხვას, მაქსიმმა ქორწინება, დაშლის ზღვარზეა თუ არა, მან კომენტარი არ გააკეთა.

ცნობილმა ტელეწამყვანმა, დიმიტრი ნაგიევმა, ინსტაგრამზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც მაქსიმ გალკინს, ხელში ჰყავს აყვანილი იულია ბარანოვსკაია. 

სწორედ ეს ვიდეოკადრი გახდა, ამ ინფორმაციიის გავრცელების მიზეზი. 

სხვათა შორის, მაქსიმი, ყველანაირად ცდილობს, იდეალური ოჯახური იმიჯის შენარჩუნებას. მსახიობი, რამდენიმე ხნის წინ, ბლოგერიც კი გახდა. ის, ხშირად აქვეყნებს, ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს ალასთან და ბავშვებთან, ლიზა და ჰარისთან ერთად გადაღებულს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იულია შეყვარებულია, მისი რჩეული კი, ბიზნესმენია, რაც აქარწყლებს, მათ შორის გავრცელებულ ჭორებს.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:    

 



ავტორი: რუსა ღვანიძე