ჰოლივუდის ვარსკვლავი, სელენა გომესი, ბოლო დროს, ხშირად იტარებს, ნერვიული აშლილობის მკურნალობის კურსებს. სექტემბრის ბოლოს, მომღერალმა, რომელიც წლებია მგლურას დაავადებას ებრძვის, შეიტყო რომ სისხლში, ლეიკოციტების დაბალი შემცველობა აღენიშნება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ავადმყოფობა, გამოიწვევს ჯანმრთელი თირკმელის დაზიანებას, რომელიც გასულ წელს გადაუნერგეს.
წითელი მგლურა - აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ქსოვილის მწვავე ან ქრონიკული ანთებით მიმდინარეობს. აუტოიმუნურია დაავადება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ. მგლურას დროს წარმოიქმნება, საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ მიმართული, ანომალიური აუტოანტისხეულები, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმის პრაქტიკულად ნებისმიერი ქსოვილი დააზიანოს, პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმის ფაქტობრივად ნებისმიერ სისტემაშია მოსალოდნელი. ზოგჯერ დაავადება აზიანებს კანს, გულს, ფილტვებს, სახსრებს, თირკმელებს და ა.შ. სწორედ ამ დაავადებამ გამოიწვია, სელენას თირკმლების პრობლემები.
სელენა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დეპრესიული ფონი აღენიშნებოდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა, სამედიცინო ცენტრში - Cedars-Sinai-ში მოათავსეს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მომღერალს სასწრაფოდ დასჭირდა, სპეციალური თერაპიული კურსების ჩატარება.
სელენამ გააცნობიერა, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მკურნალობა და კლინიკაში გადაყვანაზე დაგვთანხმდა. ამ ეტაპზე ის, თავს კარგად გრძნობს - ამბობს სანდო წყარო.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, მომღერალს, დანიშნული ჰქონდა ქიმიოთერაპიის კურსები, რომელმაც შედეგი არ გამოიღო, რის გამოც შარაშან სექტემბერში, მისი მდგომარეობა გაუარესდა. საბედნიეროდ მისი გადარჩენა, მისმა ახლო მეგობარმა, ფრანსი რაისმა შესძლო, რომელმაც საკუთარი თირკმელი გადაუნერგა.
სანდო წყაროს ინფორმაციით, სელენას, ეს წელი საკმაოდ რთული ჰქონდა და პირად ცხოვრებაში, ბევრი ტრაგიკული მომენტები გადაიტანა - ჯასტინ ბიბერმა, მასთან დაშორების შემდეგ, რამდენიმე თვეში, ხელი შესთავაზა ჰეილი ბოლდუინს, რის გამოც სელენამ, საკმაოდ სერიოზული, სულიერი ტრამვა გადაიტანა.
იხ. ფოტოკოლაჟი: