ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას გააკეთებს.
როგორც პრაიმტაიმს ადვოკატმა განუცხადა, ბრიფინგი 16:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ადვოკატმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელა 8 ოქტომბერს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს.
მოსიაშვილის განცხადებით, ბოლო წლებია რაც ოთარ ფარცხალაძე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედიასაშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს.