ლევან ყიფიანის ჩვენების საფუძველზე, გამოკითხვაზე შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირი დაიბარონ

14:27 10-11-2018
86

საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირი გამოკითხოს.

როგორც "პრაიმტაიმს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა, ფლობდეს გამოძიებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ჯერჯერობით უცნობია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც შესაძლოა, გამოკითხვაზე დაიბარონ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის 9 ოქტომბრის ჩვენება გუშინ გამოაქვეყნა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე