ვინ არის მამაკაცი რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილი პოზირებდა

16:12 10-11-2018
1528

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონია გახსნილი, უამრავი სტუმარი მივიდა. საზოგადოების ყურადღება,  ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილმა, ახალგაზრდა მამაკაცმა მიიქცია, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურებაც მოჰყვა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართულ ულამაზეს პავილიონში, გამოჩნდა ქართველი, რომელიც ფოტოკამერების წინ ვარდისფერ ჩოხაში პოზირებს.

ფოტოკოლაჟში, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართულმა გვერდმა - Georgia Made By Charecters-მა გამოაქვეყნა, ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილი მამაკაცი პოზირებს, რამაც ქართველი საზოგადოების მხრიდან, გულისწყრომა და გაკვირვება გამოიწვია.  

მამაკაცი, კომპანია „ლივინგსტოუნის“ კრეატიული დირექტორი, გიორგი ავალიანი გახლავთ.  

აღსანიშნავია, რომ გიორგი ავალიანი ამ ჩოხით პირველად არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, რომ ზოგადკავკასიური ჩოხა, ძირითადად ისევე იკერებოდა, როგორც ქართულ კახური, ოღონდ ზედატანი მკვიდრად იყო ამოსხმული და წელზე მჭიდროდ იყო მორგებული. მკერდის ორსავე მხარეს ჰქონდა სამასრეები, მასრების თავზე ზოგჯერ ვერცხლის ძეწკვებს აბამდნენ, რომელთაც თავშეყრით ბეჭზე იმაგრებდნენ. ამ ტიპის ჩოხაზე ერტყათ ტყავის, აბზინდიანი ქამარი, რომლის ვერცხლის დეტალები მდიდრულად იყო შემკული. იკერებოდა როგორც შინაური ქსოვილის ისე ფაბრიკული მაუდისაგან და ძირითადად შავი, რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ყავისფერი იყო.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე