„გირჩი“ „დედა ენის“ ბაღში მარიხუანას გაყიდვას გეგმავს

16:46 10-11-2018
265
თეგები: გირჩი

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს, „დედა ენის“ ბაღში, კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი იქნება პასუხი საპტრიარქოსთვის, პოლიტ. პარტიებისთვის, მთელი სიბნელისთვის, რომელიც ერთ მხარეს გაერთიანდა და რაღაც სისულელეებს ითხოვენ. 

მათ უნდა დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ადამიანები, ვისაც არ გვინდა ისე ვიცხოვროთ, როგორც მათ უნდათ. არ შეგეხებით, ნუ შეგვეხებით, თავი დაგვანებეთ, თუ ზიანს არ გაყენებთ. 

უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენც და ისინიც ერთი ქვეყანა გვაქვს და ჩვენ არც გადაშენებას ვაპირებთ, არც ციხეში ჯდომას და არც პოლიციისგან ტერორის და ჯიბიდან ფულის წართმევის ატანას“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.