უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მას შემდეგ განაცხადა, რაც მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ფილარეტისა და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის შესახებ განაცხადა.
„უფალმა სათანადოდ დააფასა ჩვენი შრომა. მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ გააქრო მოსკოვის იმპერიალისტური ამბიციები და შოვინისტური ფანტაზიები. არანაირი საეკლესიო დოკუმენტებით არ არის გამყარებული, რომ უკრაინა მათი კანონიკური ტერიტორიაა“, - განაცხადა პოროშენკომ.
11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.
სტამბოლში იმყოფებიან კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გუშინ დასრულდა.
როგორც იცით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.