თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ოფიციალურ მიღებაზე კანე უესტმა შემთხვევით ტელეფონის პაროლი გამოაჩინა

13:22 10-12-2018
698

გუშინ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ოფიციალურ მიღებაზე, რეპერი კანე უესტი და მისი მეუღლე, კიმ კარდაშიანი იმყოფებოდნენ. საუბრის დროს, ჟურნალისტებმა, რეპერი იმ დროს დააფიქსირეს, როცა მობილური ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო რომ, აშშ-ის პრეზიდენტისთვის, წყალბადის საწვავზე მომუშავე, თვითმფრინავის ფოტოები ეჩვენებინა. 

კანე, იმდენად ჩქაროდა ფოტოების დემონსტრირებას, რომ iPhone-ის ტელეფონზე, პაროლი, პირდაპირ პუბლიკის წინაშე ჩაწერა - კოდი, იმდენად ადვილი იყო, რომ არავის არ გაუჭირდებოდა მისი დამახსოვრება - 00000.

ვიდეოს, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები კომენტარებში წერენ:

რა იქნება ნეტავ კანეს ახალი პაროლი - საინტერესოა, ამ ეტაპზე, ოთხ ნულს დააყენებს, თუ ექვსს? - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე