აშშ-ის პირველმა ლედიმ, ABC News-თან ინტერვიუში, კიბერბულინგის წინააღმდეგ კომპანიის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის თავად, იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მსოფლიოში ძალადობის მსხვერპლნი არიან.
პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ ის არ ენდობა ბევრ ადამიანს, რის შესახებაც მან, პრეზიდენტს უკვე მიაწოდა ინფორმაცია. ამ ადამიანებიდან უმრავლესობა, უკვე აღარც მუშაობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თეთრ სახლში, ჯერ კიდევ დარჩენილია, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც მელანია, ნდობას არ უცხადებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მზდა არის აშშ-ის პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს, 2020 წლის არჩევნებში.
ვთვლი, რომ ჩემი მეუღლე, ამერიკისთვის საოცარ და დაუჯერებელ სამუშაოებს ასრულებს. სურვილი მაქვს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, წარმატებული იყოს და ამავე დროს ნდობას უცხადებდეს პრეზიდენტს. მან, რაც არ უნდა გადაწყვიტოს, მე ყოველთვის მხარს დავუჭერ, იმიტომ რომ მომწონს, ვაშინგტონში და თეთრ სახლში ცხოვრება - აცხადებს მელანია.
ინტერვიუს დროს, მელანიამ, რომელიც კიბერბულინგის წინააღმდეგ ალაპარაკდა და განაცხადა, რომ თავადაც ბულინგის მსხვერპლია:
მინდა გითხრათ, რომ მე ყველაზე მეტად ვარ ბულინგის მსხვერპლი მსოფლიოში, საზოგადოების მხრიდან ჩემზე გავრცელებული არარეალური ინფორმაციების გამო, მე, ნამდვილი ძალადობის მსხვერპლი ვარ - აცხადებს მელანია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, აშშ-ის პირველი ლედი, აფრიკაში ვიზიტით, ქმრის გარეშე იმყოფებოდა. მან განა, მალავი, კენია და ეგვიპტე მოინახულა.
გასულ დღეებში, მელანია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მისთვის კრიტიკაც არ დაიშურეს - კენიაში აშშ-ს პირველი ლედი თეთრი ქუდით გამოჩნდა, რომელიც მეხცრამეტე საუკუნეში კოლონიალიზმის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. კენიაში ჩაწერილ ინტერვიუში, პირველმა ლედიმ, ისაუბრა ქალებზეც, რომლებიც ამბობენ, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არიან.
მე ქალებს მხარს ვუჭერ, თუმცა მათ მტკიცებულებებიც უნდა ჰქონდეთ. ასე, უბრალოდ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენზე სექსუალურად იძალადეს, რადგან ხშირად მედია ძალიან შორს მიდის და არარეალურ ამბებს თხზავს. ეს არ არის სწორი,“ - აღნიშნა მელანიამ.
იხ.ფოტოლოლაჟი და ვიდეორგოლი: