ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა პრაიმტაიმთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერს იდეოპათიური ჰორნერის სინდრომი დაუდგინეს, თუმცა ექიმების კონსილიუმმა ვერ დაადგინა, რა არის გამომწვევი მიზეზები.
მისი თქმით, მერაბიშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ მას შესაბამისი მკურნალობის კურსი ჩაუტაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავენ.
“დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა “მედიკლაბში” ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდეოპათიური ჰორნერის სინდრომი, რომლიც ნიშნავს იმას, რომ ძნელია ამ სინდრომის გამომტახველი მიზეზი. შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ყოფილი პრემიერის ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს და არ არის დადგენილი, რისგან არის გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც შესაძლოა მას მთელი ცხოვრება ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული. შესაბამისად, სასჯელღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო, ემკურნალა ივანე მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ასე შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ. ცინიკურია დამოკიდებულება იუსტიციის მინისტრის, როდესაც აცხადებს, რომ თითქოსდა ჩვენ უნდა ვიყოთ კორექტულები და პატივი უნდა ვცეთ ექიმების კვალიფიციურ დასკვნას. ჩვენ პატივს ვცემთ ექიმებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეოდნენ, მაგრამ ვერანაირად ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ იდეოპათიური ჰორნერის სინდრომი, რომლიც დადგინდა და რეალურად, არაფერი დადგინდა, მივიღოთ მოცემულობად და არაფერი გავაკეთოთ ამისთვის. ვაპირებთ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას, რომ მერაბიშვილს დიაგნოზი დაუსვან”,-აცხადებს მერაბიშვილის ადვოკატი.