რუსთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას და რეპერ გუფს შორის რომანის შესახებ ინფორმაცია, დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი.
რამდენიმე ხნის წინ, წყვილმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი შვილები, ერთმანეთისთვის გაეცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ რეპერის 8 წლის ვაჟი, სემი, ბალიზე დედასთან ერთად ცხოვრობს, რამდენიმე დრის წინ, მოსკოვში ჩამოფრინდა.
გამომცემლობა StarHit-ის ინფორმაციით, სწორედ ეს ვიზიტი გახდა, გაცნობის საუკეთესო ვარიანტი, ქეთა თოფურიას 3 წლის გოგონას, ოლივიას და სემის.
ოლივია და სემი, ფანტასტიკურად შეეწყვნენ ერთმანეთს. მათ, უამრავი საერთო ინტერესები აღმოაჩნდათ: პატარებს უყვართ ტკბილი ბამბის ნაყინი და ატრაქციონით გასეირნება. ბავშვების მეგობრული დამოკიდებულების გამო, ქეთი და ლიოშა, ბედნიერად გრძნობდნენ თავს.
შეგახსენებთ, რომ სემი, გუფის და აიზა ანოხინის ვაჟია. ოლივია კი, ქეთა თოფურიას და ბიზნესმენის ლევ გეიჰმანის, რომელთანაც მომღერალი 8 წლის განმავლობაში, ქორწინებაში იმყოფებოდა. წყვილი 2018 წელს, ოფიციალურად გაეყარა.
იხ. ფოტოკოლაჟი: