ლუკაშენკომ და პუტინმა ГАЗ-69-ით გაისეირნეს (ვიდეო)

11:29 10-13-2018
910

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს მაგილიოვის ოლქში ბავშვობის სახლში უმასპინძლა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს.

 პუტინი მინსკში რეგიონების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ოფიციალური მიღების შემდეგ, პრეზიდენტებმა 1960 წელს გამოშვებული ГАЗ-69- ით გაისეირნეს, მანამდე კი პუტინმა ბლინები და ადგილობრივი კერძები დააგემოვნა. ლუკაშენკომ მას მცირე ექსკურსია მოუწყო და სამკუნალო, კამკამა წყალიც მიირთვეს.