გოგი წულაია და კახა კუკავა, შესაძლოა, ხეების ჭრის გამო დაჯარიმდნენ

12:15 10-13-2018
160

პარტია "თავისუფალი საქართველოს" სოციალური აქცია-პერფომანსით შესაძლოა სამართალდამცველები დაინტერესდნენ. პარტიის ლიდერებმა, ქუთაისთან ახლოს "მუხრანის ტყეში" სანიტარული ჭრა განახორციელეს, შეშა კი სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადასცეს.

იმერეთის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელის, კახაბერ გაზდელიანის თქმით, ხე-ტყის უკანონო მოპოვება დასჯადია, ოპოზიციიის წარმომადგენლებმა კი სწორედ ეს ქმედება ჩაიდინეს.

"მუხრანის ტყეში" მომხდარ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, საქმეზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირველ ჯერზე შენიშვნას ან 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი ჯარის ოდენობა 1 000 ლარია.

პარტია „თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ გუშინ საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს. მათ პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.

გუშინ, პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ  საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს.ორგანიზაციის წევრებმა პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს,მათი თქმით, დაზიანებული ხეები ლპება და ამ დროს მოსახლეობას შეშის პრობლემა აქვს. მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე