,,არ დასტურდება არც მწვავე და არც ქრონიკულ ეგზოგენური ინტოქსიკაცია, დამატებით კვლევებს არ საჭიროებს"- "მედიქლაბ ჯორჯიას" სამედიცინო დირექტორი მერაბიშვილის ადვოკატებს პასუხობს

12:43 10-13-2018
115

,,მედიქლაბ ჯორჯიას" სამედიცინო დირექტორი, გიორგი გოცირიძე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს პასუხობს და ამბობს, რომ  პატიმარს ყველა შესაძლო კვლევა ჩაუტარდა და მწვავე დაავადებას არ ადასტურებს. მისი თქმით, მერაბიშვილი დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებს.

„ჩვენ ჩავუტარეთ კონსილიუმი, ჩავუტარეთ ლაბორატორიული კვლევები, სისხლის ნიმუში გაგზავნილ იქნა ლაბორატორია მრჩეველის მიერ გერმანიაში. დღეს მივიღეთ პასუხები, ასევე პასუხების შემდეგ ჩავატარეთ ისევ ტოქსიკოლოგთა განმეორებითი კონსილიუმი და მოგახსენებთ დასკვნას. რეკომენდაციაში დაფიქსირებულია ობიექტურ კლინიკურ შეფასებასა და უკვე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პაციენტი ტოქსიკოლოგიური მიმართულებით დამატებით კვლევებს არ საჭიროებს და კონსილიუმის დასკვნა არის, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს სისხლში გამოკვლეული ნივთიერებების რაოდენობის შემცველობა არ ადასტურებს არც მწვავე და არც ქრონიკულ ეგზოგენურ ინტოქსიკაციას,“ - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ  სასჯელაღსრულების სამინისტრომ მერაბიშვილს შესაბამისი მკურნალობის კურსი ჩაუტაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავენ.