ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. მისიამ „ნეგატიური კამპანიის მრავალი შემთხვევა” და ყალბი ინფორმაციის გავრცელების მცდელობები შენიშნა, რომლებიც, ავტორთა თქმით, ყველაზე ხშირად, „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მიემართება. ამის შესახებ ,,იმედი" იუწყება.
ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფომ ადმნისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აკრძალვებთან დაკავშირებით ძალისხმევა გააძლიერა და ამ კუთხით ცესკოც მუშაობს. თუმცა, ანგარიშში საუბარი იმ ბუნდოვანებაზე საუბრობენ, რომელიც არჩევნების გამოცხადებიდან კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე პერიოდში შეიქმნა.
სადამკვირვებლო მისია თავის ანგარიშში აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი დაპირისპირებების ასპარეზი უფროა, ვიდრე პლატფორმა, საიდანაც კანდიდატები საკუთარ ხედვებზე ისაუბრებენ.
ავტორთა აზრით, არცთუ დიდია წინასაარჩევნო კამპანიაში ისეთი თემატიკის წილი, როგორიცაა ეროვნულ უმცირესობათა და გენდერული საკითხები.
ეუთოს მისია მკვეთრად პოლარიზებულად აფასებს ქართულ მედიას, რომელიც, ავტორთა აზრით, “პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს შორის დგას.
ანგარიში 18 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.