"შევაგინე და ხელი დამარტყა" - ახალი სკანდალური ჩანაწერი

21:46 10-13-2018
536

კურიერმა ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა. საუბარში ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის მენეჯერი მონაწილეობენ.

ჩანაწერში ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კონფლიქტი მოუვიდა. სპორტის ყოფილი მინისტრი ყვება, რომ ფარცხალაძემ სახლის სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა.

აუდიოფაილში ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძის სარდაფში განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დეტალურად საუბრობს. 

ზაზა ოქუაშვილი -  ძალმომრეობით მოხდა, მილიონები წავიდა ჩვენგან აი, ფაქტიურად, ყაჩაღობით, ხო, კაცს დავდევდით მთელი ღამე ვეძებდით.

ომეგას მენეჯერი - რა სადა, კაცო, სადა... აზრზე არა ვარ, გოგისთან და კოკისთან არ მიკითხავს .... რა ხდება, მითხარი ორი სიტყვით რაა, რა იყო ლევან?

ლევან ყიფიანი - არაფერი, რაღაც უსიამოვნება მომივიდა. 

ომეგას მენეჯერი - ვისთან?

ლევან ყიფიანი - ფარცხალაძე რო არი...

ომეგას მენეჯერი - ჰო, ვიცი ეგა, ჰო... რა მერე, რა, ფიზიკური გაქვს შენ თუ.

ლევან ყიფიანი - ჰო, ფიზიკურად. შევაგინე და ხელი დამარტყა.

ომეგას მენეჯერი - შეაგინე შენ იმას და იმან ხელი და მერე შენც დაარტყი.

ლევან ყიფიანი - ვეღარ მოვასწარი.

ომეგას მენეჯერი - ნუ, ესე იგი იმის ქვეშ მაინც არა ხარ.

ლევან ყიფიანი - მარა ნუ, შევრიგდით და ...

ომეგას მენეჯერი - და სარდაფში რა გინდოდა, ვერ გავიგე

ლევან ყიფიანი - რაღაცა ოფისი აქვს, რაა.

ზაზა ოქუაშვილი - სპეციალური ოფისი აქვს, თუ ჭკვიანად არ მოიქეცი, შენც მოხვდები იქ.

ომეგას მენეჯერი - აა, მოგიტაცეს?

ლევან ყიფიანი - არა, ჩემი ფეხით მივედი.

ომეგას მენეჯერი - და ჩაგსვევს იქა?

ლევან ყიფიანი - ჰო, რაა, რაღაცა ეგრე მოხდა და მერე მოვიდა ეს ბიჭი და ... ძმაკაცი მაგისი, მეო არ ვიცოდიო რაღაცაო და არ დამიჯერაო რაღაცაო... შემაგინეო, რაა, შემაგინაო.

ომეგას მენეჯერი - ფარცხალაძემ?

ზაზა ოქუაშვილი - მიზეზი გინება ხო არ იყო?

ომეგას მენეჯერი - ჰო, რა თქმა უნდა, გავიგე. ეს ისე, ხუმრობით გითხარი.

ლევან ყიფიანი - მანამდე ზაზასთან ჰქონდა საუბარი და ნუ, ზაზამ უთხრა რაღაცა და აიცილა.

ომეგას მენეჯერი - მოიცა, დაგარტყა თუ მერე გაგაკავეს და?

ლევან ყიფიანი - არა, ნუ, გამლახეს რაა, გამლახეს რა.

ომეგას მენეჯერი - გაგაჩერეს, გაგაკავეს?

ლევან ყიფიანი - ჰო, რა.

ომეგას მენეჯერი - ვაა, რა ნაგლი ყოფილა ხედავ, ფარცხალაძე.

ლევან ყიფიანი - რაც იყო ეხლა ჩხუბში, ეხლა ცემა.

ომეგას მენეჯერი - რომ გირტყამდნენ, არ აგინებდი?

ლევან ყიფიანი - ვაგინებდი და რომ ვაგინებდი, მაგინებდა და ... ეგენი იმასთან ვერა.

ომეგას მენეჯერი - ფარცხალაძესთან.

ზაზა ოქუაშვილი - იმასთან ვერ არის, მარა მიდიო, უთხრა და წინასწარ იცოდა ყველაფერი.

ომეგას მენეჯერი - აა, ნაზლო უთხარიო, ხო, ფარცხალაძე ...

ლევან ყიფიანი - ჰო, რავი.

ომეგას მენეჯერი - უიმე, გაგშოლტეს?

ზაზა ოქუაშვილი - გააძრეს აბსულუტურად...

ომეგას მენეჯერი - ძველი ბიჭი ყოფილა...