მოდელი თამო ვაშალომიძე პარიზშია. მისმა ახალმა ფოტოებმა საფრანგეთიდან სოციალური ქსელის მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ჩვენ მისი პარიზული ვოიაჟის მიზეზით დავინტერესდით და მოდელს საფრანგეთის დედაქალაქში ინტერნეტით დავუკავშირდით.
– თამო, რა ტიპის ვიზიტი გაქვს ამჯერად?
– განსაკუთრებული არაფერი, უცბად გადავწყვიტეთ, მეგობრებთან ერთად ვარ.
– შეიძლება შენი მეგობრების ვინაობა ვიკითხო?
– მიშო ბეგაშვილი და ჩვენი საერთო მეგობარია ჩვენთან ერთად, რომელიც გვმასპინძლობს. სასტუმროში დავბინავდით. სამი დღით გავჩერდებით.
– ფრენასთან რა დამოკიდებულება გაქვს?
– არც ისე კარგი, არ მიყვარს. რამდენჯერაც ვიფრინე, სულ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდი.
– როგორ ძლევ ფრენის შიშს, რა მეთოდი გაქვს?
– საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ არაფერი არ მოხდება ცუდი. ზოგადად, ვცდილობ, ბევრი არ ვიფრინო, რადგან ემოციურად ეს ძალიან მღლის.
– პარიზში პირველად ხარ?
– კი.
– რისი ნახვა მოასწარი?
– რამდენიმე მუზეუმი დავათვალიერე, ლუვრი, ღვთისმშობლის ტაძარი. ერთ კაფეში ვივახშმეთ, რომელიც ეიფელის კოშკის მოპირდაპირედ არის.
– საქორწინო მოგზაურობას რომელ ქვეყანაში ისურვებდი?
– რომელიმე კუნძულზე, სადაც ცივილიზაცია არაა და ხალხიც ნაკლებია.
– შენი პატარა ამდენი ხნით დაგიტოვებია?
– არა, სულ რაღაც სამი დღეა, არ მინახავს და ახლა ვხვდები, რომ ესეც ძალიან ბევრია. ძალიამ ნეტარება.