ირაკლი მაქაცარია უკრაინული მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ლიდერია. მას მერე რაც ირაკლი ამ პროექტში გამოჩნდა, ტურიდან ტურში აოცებს მაყურებელსა და ჟიურის. ამჯერად „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთმა წამყვანმა ტანგო შეასრუილა მეწყვილესთან ერთად და უმაღლეს ქულებთან ერთად ჟიურის ერთ-ერთი წევრის შემდეგი სიტყვები დაიმსახურა, - „ყოველ ტურზე მაოცებთ. თქვენმა კონკურენტებმა თუ არ მოინდომეს, თქვენი წყვილი პოტენციური გამარჯვებულია.
ნახეთ ვიდეო.