ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა

19:29 10-15-2018
45

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარი პროკურატურის შენობა უკომენტაროდ დატოვა. მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ერთადერთი, რაც საგამოძიებო ორგანოს შენობის დატოვების შემდეგ ჯაფარიძემ დაადასტურა, არის ის რომ მართლაც შეხვდა მირზა სუბელიანს. თუმცა, მისივე თქმით, სუბელიანის ნალაპარაკევი სერიოზულად არ ჩაუთვლია.

კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იმყოფებოდა ის პენიტენციურ დაწესებულებაში, აქვს თუ არა სუბელიანს რაიმე მტკიცებულება, რითიც შესაძლოა ხელისუფლება დააშანტაჟოს ამ და სხვა კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.

შეგახსენებთ, ჯაფარიძე იმ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხეს, რომელიც გუშინ ,,რუსთავი 2"-ის ეთერით გავრცელდა სადაც, სავარაუდოდ, თავად დეპუტატი და სუბელიანი მონაწილეობენ.