,,ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში" საუბრობს ორი სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენლის, ჯაბა იოსელიანსა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ. მისი თქმით, ძნელია ამ ორი პიროვნების შედარება, ეს იგივეა როგორც მესი და რონალდუ.
,,ბიძინა ივანიშვილმა ისეთი საქმეები გააკეთა 2012-ში და ისეთი ჭირი მოგვაშორა, მართალია ბოლომდე არა, მე უხერხულად ვგრძნობ თავს 6 წლის თავზე ალტერნატივა ისევ ,,ნაციონალური მოძრაობა რომ ჩანს", მაგრამ ისეთი ორგანიზება მოახდინა მაშინ და იმდენი ქველმოქმედება, რომ ამ შემთხვევაში შედარება აბსოლუტურად არათანაზომადია."-განაცხადა ქანთარიამ.
მან ასევე ისაუბრა ჯაბა იოსელიანის ღირსეულ თვისებებზე, მისი თქმით, ის თავსაც გაწირავდა.
,,ჯაბა იოსელიანი, რა საკვირველია, იყო ძალიან მამაცი კაცი და ის თავის გაწირვაზე ყოველთვის მზად იყო"-აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.