ქალბატონი სალომე უდაო ლიდერია - მაია ცქიტიშვილი

13:21 10-16-2018
113

რეგიონული განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ პარტიულ ინტერესებზე უარი თქვა.

ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა მცხეთაში, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"ქართული ოცნებისთვის“, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ, გაგყვება თან. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს პარტიულ ინტერესებზე და დავუჭირეთ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, როდესაც თქვენ გადაავლებთ თვალს იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც დღეს იყრიან კენჭს პრეზიდენტად, თქვენ ნახავთ, რომ ქალბატონი სალომე უდაო ლიდერია. ქალბატონი სალომე არის ის ადამიანი, გამორჩეული იმ თვისებებით, ღირებულებებითა და ფასეულობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას  შეესაბამება. ის არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები წაიღეს საფრანგეთში და გადაარჩინეს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.