„იმედის“ პასუხი ლალი მოროშკინას - „ძაბვის ვარდნა მას არ ეხებოდა“ - exclusive

13:53 10-16-2018
5276

ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა. მიზეზად ლალი ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ზაკის უცენზურო ფრაზასა და ძაბვის ვარდნას ასახელებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

მე ჩავიფსი- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში გავუტარებ ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე!

როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას(ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე,

მე არ ვარ!!!

როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ!

როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ- ვინ ვარ მე?

*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-

დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!

* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!

* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!

ყველას დიდი მადლობა და

ნახვამდის!

P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი.

ჩვენ „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ლაშა ცერიაშვილს დავუკავშირდით.

ლაშა ცერიაშვილი:

- ახლა ვნახე მეც ლალის სტატუსი. გუშინ საკმაოდ გვიან მოვრჩით საქმეს და არაფერი ვიცი. მინდა გავერკვე, რაშია საქმე.

- ლალი წერს ზაკის კომენტარზე და ძაბვის ვარდნაზე...

- ძაბვის ვარდნა ხდება, ეს ტექნიკური საკითხია. თან ეს მას არ ეხებოდა. ეს ინციდენტი მინუსი არ მგონია ყოფილიყო კონკრეტული წყვილისთვის. პირიქით, მდგომარეობიდან მალე გამოვიდნენ და თავიდან იცეკვეს.

- ლალი წერს, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი მათი პროექტიდან გამოთიშვისა და ის თავის ადგილს უთმობს მათ...

- ასეთი რაღაცეები თანხმდება ფორმატის მფლობელთან. შოუს თავისი წესები აქვს და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ლალიმ ნამდვილად მიიღო გადაწყეტილება, ეს პროექტის მესვეურებთან უნდა შეთანხმდეს. მე არ მგონია ძაბვის ვარდნის გამო მომხდარიყო ყველაფერი.

- ალბათ არსებობს კონტრაქტი, თუ ლალი პროექტს მართლაც დატოვებს, ჯარიმა დაეკისრება?

- კონტრაქტი ყველას აქავს, მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, ქორეოგრაფებს. თუმცა, იმედი მაქვს, ასე დრამატულად არ განვითარდება მოვლენები და გამოსავალს ვნახავთ ერთად.

- ლალი საუბრობს უკრაინელ ქორეოგრაფებზე და ტყუპებზე. რეალურად დგას, მათი პროექტიდან გაშვების საკითხი?

- ხომ გეუბნებით, ძალიან გვიან დავამთავრეთ გუშინ მუშაობა...

- რა მოხდა, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს ლალის?

- ეს ჯობია მას კითხოთ. ლაივის დღეს ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს, იმის იქით და აქეთ, კულუარებში რა ხდება, ვიგებთ მეორე დღეს. რა და როგორ მოხდა შიგნით, მე არ ვიცი. დღეს შევეცდები გავარკვიო.

- ანუ სრულიად მოულოდნელი იყო ლალის პოსტი თქვენთვის?

- აბსოლიტურდ! გაოცებულიც კი ვარ.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი