უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვზე... კალანდიაზე უნდათ გასვლა. ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მონაწილე მიხეილ კალანდიაზე საუბრობს.
ჩანაწერი რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ გაავრცელა.
"კაი რა, ბოლომდე გაწირავენ, ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვზე... კალანდიაზე უნდათ გასვლა. ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ რეებს აკეთებენ?! იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან., ყველაფერს ანგრევენ, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე, რა მივიღე? უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის უკვე რა აზრი აქვს სად იქნება დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება... ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა, შენ ხომ იცი... ამ ბავშვს პატრონის აღარ ჰყავს. არც ჩემებს ჰყავს და არც არავის", - აცხადებს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი.