საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.
ვ.ჯ - რას შვრები, მითხრეს, რომ კვებაზე გაქვს პრობლემები...რა ხდება, ცუდი საჭმელია? მ.ს რა უნდა იყოს ციხის საჭმელი... ჩვეულებრივი ბალანდაა... აღარ შემიძლია, რაც მინდა, არაფერი მოაქვთ, მიზღუდავენ ისედაც რა, დაჩკებსაც ნორმალურად არც უშვებენ... სწორია ეს? უკვე ნერვები აღარ მაქვს...კაცი ყველაფერს გაუძლებს, მარა დამოკიდებულებაა, რა მიდგომაა.. სპეციალურად აკეთებენ. რამდენი წელი ვემსახურე და რა მივიღე... ნორმალურად არც მივლიან...
ვ.ჯ. - თუ რამე პრობლემაა მითხარი და როგორც წესი ისე მოგხედავენ....
მ.ს - კაი რა, ბოლომდე გაწირავენ, ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვზე... კალანდიაზე უნდათ გასვლა. ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ რეებს აკეთებენ?! იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან., ყველაფერს ანგრევენ, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე, რა მივიღე? უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის უკვე რა აზრი აქვს სად იქნება დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება... ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა, შენ ხომ იცი... ამ ბავშვს პატრონის აღარ ჰყავს. არც ჩემებს ჰყავს და არც არავის.
ვ.ჯ - მოიცა, მოიცა, კარგად მომიყევი საიდან, რანაირად, რა ინფორმაციები გაქ? მგონი ეჭვები გამიჩნდა უკვე, ამ საკანში მარტო რომ ხარ...
მ.ს არა, ზუსტად ვიცი, კი უნდათ ჩემი საბოლოოდ განადგურება, მაგრამ მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, ხელისუფლებამ ნაცების თამაში თუ დაიწყო. ხოდა, ასე თუ გააგრძელეს, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს. ერთ რამეს გეტყვი, მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ... ვზივარ სამარტოო საკანში, ლამისაა გამო...დე...
ვ.ჯ - არა ძმაო, არ არის მასე, შენ ეხლა ნერვებზე ხარ და ცოტა დაიოკე ეგ ნერვები...
მ.ს - რა არა, სასამართლო რას გადაწყვეტს? მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა გამწირონ? არ არის ეს სწორი... გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა.. და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ, შენც და ყველა.. გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე...
ვ.ჯ - ეხლა შენ მართლა სენ ნერვებზე ხარ.ეს არ არის სწორი მსჯელობა, შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა. ვიცი, რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი...
მ.ს. გავიგე, მარა არ მიდის მასე საქმე. ხო, წესით წელი კი არა ჯარიმას ითვალისწინებს მეტი რა უნდა მომცეს. ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედა.... ის საქმე... მე რომ არ ვყოფილიყავი... ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი მე რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში... წესით ერთი წელიც არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ,რომ სარალიძე აწვებათ... სარალიძეს ფული აქვს აღებული, უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან,ეს გა...ი, ნაცებმა ბოლომდე მიაბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამისთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. შენ ხომ არ იცი, რასაც ნიშნავს ძმაო ეს? ისიც ხომ იცი, რომ სარალიძეს თემა არაა მინელებული... რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის... მე ხომ ვიცი ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი... არ ვიცი ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედა...ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაც გა...ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავსთქო...როგორ და დაინტერესდნენ მაგით...როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ რო ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა:თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ, მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს მერე ნახონ... ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია იმაზეც მადლობა თქვან....
ვ.ჯ. კაი ეხლა, რაღაც სისულეებს ნუ ლაპარაკობ. რა გაქ, მართლა გაქ რამე? ნუ თხზავ რაღაცეებს.
მ.ს. კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო ვიტყუები და მაქვს, მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძისას იჯერებს და... ხალხს, ხომ გონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს. ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა... ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე... ჩემს ოჯახს და ბავშვებს რა ერჩიან? ეგრე არ არის ძმაო ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა... ხო და მეც ვიტყვი რომ ბევრი რამ მაქვს და მერე არკვიონ რა მაქვს და რა არის სიმართლე და რა ტყუილი.
ვ.ჯ. ე, ბიჭო ეგრე არ გამოვა რა. ტყუილი რატომ უნდა თქვა? სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება. მ.ს. სხვა გზა დამიტოვეს? გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს ამ დედა....ა, სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამომიტანს აგერ ნახავენ... ბოლომდე უნდათ ჩამძირონ....
ვ.ჯ. კაი გაჩერდი ბიჭო... არ არის მასე, ცხელ გულზე ხარ და დამშვიდდი დაიოკე ნერვები. მ.ს. ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ ჩვენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ, დამენგრა ოჯახი... დედა მომი....ს. პროსტა შინაურულადაც გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ შენც კარგად იცი... აქ რომ კაცი ჩაჯდება იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. შევიშალე ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს... მაგრამ დავიღლე ბო....ი ვიყო... მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გობკებში ძმაკაცურად გეუბნები ამას თორემ რო არ გავაკეთებ შენც იცი...
ვ.ჯ. ხო და მეც გეუბნები , რომ დამშვიდდი, ვიცი რომ მაგის გამკეთელი არ ხარ... უბრალოდ ხომ გესმის, შენი მოსახდელია, არ გამოვა სხვანაირად....