"გვარამისთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთო..." - მირზა სუბელიანი

15:47 10-16-2018
776

ყოფილი პროკურორი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი აცხაებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს თანხა აქვს აღებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის, ბიზნესმენ გია უდესიანისა და ბიზნესმენ ვანო ნაკაიძისგან, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ჯ-ს ბიძაა. 

ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში აცხადებს, რომელსაც თავად პროკურატურა ავრცელებს.

"წესით ერთი წელიც არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ,რომ სარალიძე აწვებათ... სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან, ეს გა...ი, ნაცებმა ბოლომდე მიაბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამისთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. შენ ხომ არ იცი, რასაც ნიშნავს ძმაო ეს? ისიც ხომ იცი, რომ სარალიძეს თემა არაა მინელებული... რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის... მე ხომ ვიცი ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი... არ ვიცი ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედა...ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაც გა...ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავსთქო...როგორ და დაინტერესდნენ მაგით...როგორ და ყველაფერს ვიტყვი", - აცხადებს მირზა სუბელიანი.