ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოში კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე, ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მერებაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე დაკითხული არ ყოფილა და საქმე არის აბსურდული.
ისეთი რეზონანსული მკვლელობის მომზადება, როგორიც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაა, ესე სუსტად და უსუსურად გამოძიებული, ესე მტკიცებულებების არ ქონის შემთხვევაში გამოძიება და კაცზე ბრალის წარდგენა, სასამართლოში წარმართვა, ბევრად სცილდება ნორმებს, - განაცხადა ბრალდებული, გიორგი მერებიაშვილის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. ბრალი კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელებს წაუყენეს. საქმე 10 წლის წინ საქმე სკოტლანდ იარდმა გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა.