,,მთავრობის რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული მსგავსი პროცედურა"- ცქიტიშვილი პრეზიდენტს ეხმიანება

12:42 10-17-2018
62

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის შეთავაზებას მთავრობის სხდომის მოწვევასა და მასზე დასწრებასთან დაკავშირებით. 

როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მთავრობის სხდომა, ნებისმიერი კომუნიკაციისთვის ყოველთვის მზად არიან.

კითხვაზე, რატომ არ შეიძლება ეს კომუნიკაცია მთავრობის სხდომაზე შედგეს, მინისტრმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ უმჯობესია მთავრობის რეგლამენტს გაეცნონ.

„მთავრობის სხდომის ჩატარება რეგულირდება მთავრობის რეგლამენტით და შესაბამისად, მთავრობის რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული მსგავსი პროცედურა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ კომენტარს გააკეთებს. თუმცა, ამასთან ერთად პრემიერ-მინისტრის კომენტარიც მოვისმინე, რომ ნებისმიერ სხვა ფორმატში, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მთავრობის სხდომა ღია ვართ ნებისმიერი კომუნიკაციისთვის. უნდა გაეცნოთ მთავრობის რეგლამენტს და უფრო მეტს ამოიკითხავთ ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.