ვანის საავადმყოფოში არსებულ მძიმე სანიტარულ პირობებზე პაციენტები საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, ახლადგახსნილ საავადმყოფოში ანტისანიტარია და სიბინძურეა.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღშფოთება ვანის საავადმყოფოს შესახებ. ახლობელს სასწრაფოდ მოუწია გადასხმა გაეკეთებინა და მოგვიწია ვანის ამ დაწესებულებაში წავსულიყავით. სიტუაციამ შოკში ჩამაგდო. ექიმები გადასხმას შიშველი ხელებით აკეთებენ. ზეწრები სულ სისხლშია ამოსვრილი. ბინძურ საპირფარეშოში სრული ანტისანიტარიაა. გაინტერესებთ რამდენი გადავიხადეთ ამ პირობებში მხოლოდ რინგერში? -75 ლარი,-აცხადებს ვანის საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი.
ერთი წუთით არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთან ხდება. მაღალ დონეზეა დაცული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები,-ამბობს ვანის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი მაკა ზარნაძე.
ვანის ცენტრალური საავადმყოფო 2016 წლის ივნისში , ჯი პი აი ჰოლდინგის ინვესტიციით გაიხსნა.
ირაკლი ვაჩიბერაძე