ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე საქალაქო სასამართლო მსჯელობს.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რევაზ შიუკაშვილმა პროკურორს სიტყვით მიმართა და დაემუქრა, რომ რასაც ადრე დაპირდა, შეუსრულებს.
"ძალიან მაინტერესებს, ჩემთვის ბრალის წარდგენა ყოველთვის არჩევნების წინ რატომ ხდება, ადრეც ეგრე მოხდა, არჩევნებამდე წარმიდგინეს და დამაკავეს 26 მაისის დარბევის გამო. მატროსოვი მემკვიდრეობით მერგო თუ რა ხდება?!
ეს საქმე შეთითხნილია. შენ რასაც დაგპირდი პირველ შემთხვევაზე, მაგას აგისრულებ" - უთხრა ერთ-ერთ პროკურორს შიუკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. ამ წუთებში სასამართლო დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.