ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეეფარდა

15:01 10-17-2018
148

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირს, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილს, ორივე მათგანი უკვე მსჯავრდებულია და სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდიან. არცერთი მათგანი, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რევაზ შიუკაშვილმა ბრალის წინასაარჩევნოდ წარდგენა გააპროტესტა.

მერებაშვილის თქმით, კი, არცერთ პირს, რომელსაც მოწმის სახით კითხავენ, არ იცნობს.

შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს  მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

ჩატარებული გამოძიებით კი დადგენილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერია, სადაც კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს განიხილავენ.

კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.

ავტორი: