სალომე ჭაჭუა და „ჩემმა მზემ“ პროექტს ტოვებენ? - სკანდალი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გრძელდება - exclusive

15:05 10-17-2018
14572

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარშემო სკანდალი გრძელდება. ამბობენ, რომ პროექტს ლალი მაროშკინას შემდეგ სალომე ჭაჭუასა და გიორგი გილიგაშვილის წყვილი ტოვებს. ამის მიზეზიად „პრაიმტაიიმის“ წყარო ირინკა კავსაძეს ასახელებს, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავე გამოდგა. კულუარული ინფორმაციით, ირინკას თავიდან პროექტის მესვეურები სთხოვდნენ არ გამოეჩინა თავისი ცოდნა და შედარებით მდარე ხარისხით ეცეკვა. ვინაიდან სწორედ მას მოიაზრებდნენ პროექტის გამარჯვებულად და რომ არ ყოფილიყო თვალსაჩინო ირინკას პროფესიონალიზმი, თავიდან მისი ჩრდილში ყოფნა ერჩივნათ.

კახი კავსაძის შვილიშვილმა მეორე ლაივზე საოცარი კლასი აჩვენა ჟიურისა და მაყურებელს. სოციალურ ქსელში წერდნენ, სალომე ჭაჭუას არ ჩამოუვარდებაო.

სწორედ ირინკასა და მისი მეწყვილის ნომერს მოჰყვა ზაკის უცენზურო გამოთქმაც „ჩავიფსი“, რომელმაც ფაქტობრივად თავდაყიდა დააყენა პროექტი. ლალი მოროშკინამ შოუ დატოვა და კონკურსანტების ნაწილი ზაკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. შედეგ იყო ჩერტკოევის ფრაზა, ზაკს კი არა კონკურსანტებს უნდა ჩაეფსათ, ისე იცეკვა ირინკამო.

მეორე ტურში ფაქტობრივად საფინალო ნომრის შესრულება არც მათ მთავარ კონკურენტებს გამოპარვიათ. ჩვენი ინფორმაციით, სალომე ჭაჭუა და გიორგი გილიგაშვილი პროექტის დატოვებას აპირებენ სწორედ იმ მიზეზით, რომ შოუში ირინკას სახით პროფესიონალი მოცეკვავეა და ეს არათანაბარი ბრძოლა და პროექტის წესების დარღვევაა.

ჩვენ სალომე ჭაჭუასა და გიორგი გილიგაშვილს დავუკავშირდით.

გიორგი გილიგაშვილი:

- არა ჩემო კარგო, ხუმრობაა ალბათ რაიმე. ახლაც მსგავს თემაზე ვხუმრობდით მე და სალომე და დამთხვევაა, რომ დაგვირეკეთ...

- საუბარია იმაზე, რომ თქვენი ერთ-ერთი კონკურენტი, ირინკა კავსაძე პროფესიონალი მოცეკვავე აღმოჩნდა. სწორედ ამას აპროტესტებენო, შევიტყვეთ.

- ჩემი კონკურენტი მანდ ერთი ბიჭია, წვერიანი და ულვაშიანი, გიორგი გილიგაშვილი. მეტი კონკურენტი არ მყავს. დანარჩენი ჩემი მეგობრები არიან და უსაზღვროდ მიყვარს ყველა. განსაკუთრებულად მიყვარს ირინკა. მინდა იცოდეს, საყვარელია.

- მართლაც საყვარელი გოგონაა, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი შოუში მონაწილეობა, პროექტის წესების დარღვევაა.

- მე პროფესიონალი მოჩხუბარი ვარ, თუ მასეა...

- მაგრამ ეს არ არის ცეკვის კონკურსი...

- ბოქსშიც გამარჯვებულს ავლენენ და ცეკვაშიც... დიდება ქრისტეს, არანაირი პროტესტი არ მაქვს, პროტესტი მაქვს მხოლოდ იმის, რომ სიყვარული გვინდა უფრო მეტი, ვიდრე გვაქვს. ესეც ჩვენი თავის პრობლემაა, სხვა არავისი.

სალომე ჭაჭუა:

- სალომე, მართალია, რომ პროექტს ტოვებთ იმის გამო რომ პროფესიონალი მოცეკვავე აღმოჩნდა პროექტში?

- საიდან გაქვთ ეს ინფრომაცია?

- მისი ფოტოები ვნახეთ, პანტომიმის თეატრის მსახიობია, საოცარი პლასტიკა აქვს... არაერთ ჟანრში მოუსინჯავს თავი. მეტი რა არის ცეკვა?

- მართლა არ ვიცი ვინ რას ცეკვავდა მანამდე. ჩვენ ჩვენი საქმით ვართ დაკავებულები ამ პროექტში, ჩვენი დადგმები გვაქვს შსასრულებელი. ასე რომ არ დავინტერესებულვარ ამ თემით. ერთმანეთს ძალიან დიდი პატივს ვცემთ და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი, სატაფი, მოცეკვავეები, ვარსკლვლავები, ქორეოგრაფები.

- თუ არ ვცდები პროექტის წესის დარღვევაა, როცა პროფესიონალი მოცეკვავე უპირისპირდება არაპროფესიონალებს...

- ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, ამის შეხაბ არაფერი ვიცი, არ ვარ კომპეტენტური.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი