ნათელაშვილი: ,,მე თვითონ სოფლელი კაცი ვარ..."

15:43 10-17-2018
76

პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტში იმყოფება. სოფელ საქაშეთში ის ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. ნათელაშვილი მოყვანილი მოსავლის რეალიზაციისა და გასაღების საშუალებებით დაინტერესდა და ადგილობრივების მხრიდან სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებას ეცნობა.

"ამ ხალხს უყვარს შრომა, მოჰყავთ მოსავალი მაგრამ სად წაიღონ არ იციან. გასაღების ბაზარი არ არსებობს. მაშინ როდესაც აქ ლუკმა-პურის მოძიებაზეა საუბარი ამ დროს გორის მაჟორიტარი დეპუტატი იმ კანდიდატ ქალბატონს მილიონს ურიცხავს. უკვე ლპობაში წავა ეს თუ დროულად არ გაიტანენ. მე თვითონ სოფლელი კაცი ვარ და ვიცი ეს რა მტკივნეულია გლეხისთვის. საბჭოთა კავშირის დროს ერთი ვაშლი ნოვოსიბირსკში 5 მანეთი ღირდა, იმდენად კარგი ფასი ჰქონდა მაშინ გლეხის მიერ მოწეულ მოსავალს. რეჟიმი ცდილობს, გენეტიკური კოდის ამოშლას, გეორგია-მიწათმოქმედებას ნიშნავს. ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დავაწესებ, ხილის სავალდებულო შესყიდვა დაიწყოს. ამ ადამიანებს არ უქმნიან არანაირ პირობებს, ვაშლის გაკაფვას აიძულებენ და მათ ნაცვლად მარიხუანას გაშენება სურთ, და ამით უნდათ ბიუჯეტის შევსება."-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

ნინო ჩიბჩიური