"სააკაშვილს დაახურინა ტელევიზია უკვე მეორედ! ჟურნალისტების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წვერი გია ვოლსკი იბერიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
"როდესაც ვითარებას აფასებ, მათ შორის" იბერიასთან" დაკავშირებით, აშკარად იკვეთება ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ როგორ ვითარდებოდა პროცესი: "ომეგას" ვალი სულ ექვსი მილიონი ლარი ჰქონდა და აშკარად გვატყუებდნენ ოქუაშვილი და ნაცმოძრაობა, რომ ამის გადავადებაში ოთხ მილიონ ლარს სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის მხრივ მილიარდობით დოლარის ინვესტიციას და ჰუმანიტარულ აქციას ახორციელებს ქვეყანაში, სარგებლის მიღების გარეშე! ან ვის შეიძლება გასჩენოდა "იბერიის" წართმევის სურვილი და რატომ?!
არაერთი შეღავათი დაუშვა ხელისუფლებამ "ომეგას" მიმართ და ოქუაშვილმა მაინც შანტაჟი არჩია; ამ ადამიანმა საკუთარ მამას წაართვა საკუთრება და რატომ არ უნდა ვიფიქროთ რომ ყიფიანსაც პარტნიორების "გადასაგდებად" იყენებდა; ბოლოს ტელევიზიაზე ხარჯების დაზოგვაც გადაწყვიტა და არც აქედან უნდა პოლიტიკური სკანდალის გარეშე გამოსვლა, რაც არ უნდა საოცარი იყოს მისი დამარბეველი სააკაშვილის ხელშესაწყობის მიზნით. პრაქტიკულად მასვე დაახურინა ტელევიზია უკვე მეორედ! ჟურნალისტების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი..." - წერს დეპუტატი.
გუშინ, ფინანსური პრობლემების გამო "იბერიას" საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდემდე შეწყვიტეს არხზე საინფორმაციო გამოშვებები.