"გაიძახი "ხალხი მშიერიაო" - შენ გაქვს კაფეები, რესტორნები, სასტუმროები... ერთი დღე გაუღე კარები და დააპურე, მხოლოდ ერთი დღე" - მსახიობი ქეთევან კიკნაძე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს მიმართავს. "პრაიმტაიმი" გთავაზობთ ამონარიდს მსახიობის მიმართვიდან:
"...ჩემო კარგო, უმადურობა დიდი უბედურებაა... სიცოცხლეს რომ გაჩუქებს ადამიანი, რა თქმა უნდა მადლობა აქ ცოტაა... ადამიანი ცხოვრების ბოლომდე რომ დაგაფინანსებს, გიმკურნალებს და შენს ძმას ფეხს შეუნარჩუნებს, შემდეგ კი შენ მის წინააღმდეგ იბრძვი, რა ჰქვია ნეტა ამას - სახელი თვითონ დაარქვი... მინისტრობა არ გიბოძეს და ამხედრდი?! შენს რაშს ამოსდე ლაგამი. ყველაფერი გაწირე?! გაიძახი "ხალხი მშიერიაო" - შენ გაქვს კაფეები, რესტორნები, სასტუმროები... ერთი დღე გაუღე კარები და დააპურე, მხოლოდ ერთი დღე" - წერს კიკნაძე.
კიკნაძესა და ჩარკვიანს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა.