მირზა სუბელიანი არის დამნაშავეც და მსხვერპლიც - რომან გოცირიძე

11:55 10-18-2018
53

დღეს მირზა სუბელიანი არის დამნაშავეც და მსხვერპლიც - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე რომან გოცირიძე. გოცირიძის თქმითმ, სუბელიანს მოუწია დანაშაულის აღიარება და ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

„პირველი ჩანაწერი იყო ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების ლუსტრაცია. ვერაფრით გადაფარეს ეს, მათ შორის ვერც ციხეში დადგმული ჩანაწერით. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში გამოჩნდა ერთი რამ, რომ ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად. ხელისუფლების გარეთ მყოფი პირები მართავენ ქვეყანას თავიანთი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების შესაბამისად. ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც არის ციხეში, რომელმაც აღიარა საკუთარი დანაშაული და ამ დანაშაულში მონაწილე ჩინოვნიკები. მან ძალიან დაიმძიმა თავისი ბედი და მომავალი. თუკი ის ელოდა, რომ 1 წელს მიუსჯიდნენ, ამ ჩანაწერების მიხედვით, აქ საქმეა ძალიან მძიმე დანაშაულთან.

მირზა სუბელიანი არის დამნაშავე, რომელიც მაღალჩინოსნების დავალებებს ასრულებდა. დღეს მირზა სუბელიანი არის დამნაშავეც და მსხვერპლიც, რადგან მას მოუწია უფრო დიდი დანაშაულის აღიარება, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება,- განაცხადა გოცირიძემ