დაპირისპირება ჩერტკოევსა და ტყუპებს შორის - „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფებმა პროექტი დატოვეს - exclusive

14:26 10-18-2018
7515

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარშემო სკანდალი გრძელდება. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით პროექტი დატოვეს ქორეოგრაფმა, ტყუპებმა - თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეებმა. ამის მიზეზი ჩერტკოევის გამუდმებული კრიტიკა გახდა. გოჩა ხშირად ხაზს უსვამს იმას, რომ დადგმა არ მოსწონს, რომ კონკურსანტების ნომრები არ არის სრულყოფილი და ეს ხშირ შემთხვევაში ქორეოგრაფებს ბრალდებათ.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ჩერტკოევს ცოლის ძმის, გიგი გაჩეჩილაძის მოყვანა უნდა პროექტში ქორეოგრაფად და ამიტომ აკრიტიკებს უკვე არსებულ პედაგოგებს პირდაპირ ეთერში.

ჩვენ ტყუპებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მათ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. მოგვიანებით კი ამ ნომრიდან სმს მივიღეთ.

- ვიცით რაზეც მირეკავთ, მაგრამ ამ ეტაპზე არც მე და არც ჩემი ძმა კომენტარს არ ვაკეთებთ.

- როგორც ვხვდები ბოლომდე არ გაქვთ გადაწყვეტილი პროექტის დატოვება და ამიტომ იკავებთ თავს...

- კომენტარს არ ვაკეთებთ!

როგორც ჩანს, პროექტის ხელმძღვანელობას არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ან ტყუპები ან ჩერტკოევი. უკეთეს შემთხვევაში დადუმებული ჩერტკოევი, რაც არც ისე მარტივი ამბავი იქნება.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი