მათ ხომ ჩაწერეს, თვითონ წაიღონ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და თვითონ გამოიძიონ - ვიქტორ ჯაფარიძე

14:48 10-18-2018
103

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა მისი უფლებაა და მირზა სუბელიანი მისი ამომრჩეველია. 

ამის შესახებ ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ არ არის ვალდებული, სხვას გაანდოს რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. 

ესენი გვამებს არიან მიჩვეული, გვამს ელოდებიან კიდევ, ამას ელოდებიან. მე მაქვს უფლება შევიდე პატიმართან, ის არის ჩემი ამომრჩეველი. მეორეც, მე არ ვარ ვალდებული, გავანდო ეს ინფორმაცია სხვას - გაკმაყოფილებთ პასუხი? კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას და ამათ ხომ ჩაწერეს, თვითონ წაიღონ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და თვითონ გამოიძიონ, გამოიკვლიონ.

მე ვთვლი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგ და ჩავთვალე არასერიოზულად. ახლა მეუბნებიან, იყო თუ არა ეს ტყუილი, არასერიოზული და ტყუილი ერთიდაიგივე არ არის?“, - მიმართა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.