საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ იყო პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან ციხეში მასთან ერთად ასევე მისული ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იქ.
როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როცა ის მირზა სუბელიანს ხვდებოდა, დათო ცუხიშვილი მათთან სწორედ მაშინ შევიდა.
"არ ვიცი, მე ჩემს თავზე გაძლევთ პასუხს, მამამისი და ცუხიშვილი შემოვიდნენ, როცა მე იქ ვიყავი. დავინტერესდი მისი მდგომარეობით და ახლაც დაინტერესებული ვარ, დღესაც მაინტერესებს მისი მდგომარეობა“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.