დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ჟურნალისტებს მიმართავს, დასვან კითხვები, თუ როგორ მოხდა, რომ პარლამენტის წევრი საპყრობილეში პატიმართან შევიდა და ამის აუდიოჩანაწერი გაკეთდა.
„მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას. ეგ უნდა იყოს სენსაცია, რომ ვინ ჩაწერა პარლამენტის წევრის საუბარი პატიმართან. ეგ არის ჩვენი უბედურება, რომ ისევ ის „ნაციონალები“, ისევ ამათი მეპატრონეები, ნარჩენები არიან დარჩენილი საპყრობილეებში და ისინი აკეთებენ და უნდათ, რომ რეჟიმში გვაცხოვრონ, მაგრამ არა, ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა ჩანაწერებზე, ბინძურ მეთოდებზე და დარწმუნებული ვარ, 28 რიცხვი არის არამარტო სვანეთის, არამედ მთელი საქართველოსთვის. არა, შეგვეშვით, დამთავრდა!",- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.