დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები ფაბრიკაციაა, აცხადებს, რომ სწორედ ნიკა გვარამიამ გააკეთა ფაბრიკაციები პატარკაციშვილის საქმეზე.
„გვარამიამ ფაბრიკაციები აკეთა ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე. ხომ არ დაგავიწყდათ გვარამია, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, რომელმაც საზიზღრობა აკეთა ჩვენს ქვეყანაში. დაგავიწყდათ? მე არ დამვიწყებია! ცოცხებიც, „დუბინკებიც“ როგორი იყო, ხომ არ დაგავიწყდათ?! გვარამიამ რომ თქვა, აპრიორში სიმართლეა? გვარამიამ რომ თქვა, არ არის ჩემთვის სიმართლე, პასუხი ეს არის,“ - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.