უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს გაასამართლებენ

15:46 10-18-2018
58

უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. შესაბამის კანონპროექტს მხარი უმაღლესმა რადამ დაუჭირა. ინფორმაციას ”იმედი” ავრცელებს.

ინიციატივას ხმა 243-მა დეპუტატმა მისცა. დღემდე საზღვრის უკანონოდ გადამკვეთებს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ან ფულადი ჯარიმა ემუქრებოდათ, ახალი რეგულაციით კი მათ სამწლიან პატიმრობას მიუსჯიან.

კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში პატიმრობის ვადა 3-დან 5 წლამდე განისაზღვრება, მათ კი, ვინც საზღვარს იარაღით გადაკვეთს, 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის. ახალი რეგულაცია მხოლოდ აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეებზე ან იმ პირებზე გავრცელდება, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.

რადის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაეგზავნა.