ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების დროს, აფეთქება იგეგმებოდა.
ამის შესახებ მამუკა არეშიძემ პრაიმტაიმის პრესკლუბში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში წინასაარჩევნოდ, დესტაბილიზაციის მოწყობას უკავშირდებოდა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს.
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ ექსცესებს გეგმავდნენ, ეს დაკავშირებული იყო ამ ორი უბედური მამის უბედურების გამოყენებასთან. უნდოდათ, გადასულიყვნენ ქუჩის აქციებზე, დაგეგმილი ჰქონდათ აფეთქება, რომლის დროსაც არავინ დაშავდებოდა, გამოიწვევდა აჟიოტაჟს. კარვებს ვინც შლიდა, თუ გახსოვთ, იმათ შორის იყო, რომ თუ ხალხი ვერ მოვიყვანეთ, პატარა აფეთქება მოვაწყოთო. ამისთვის შესაბამისი ადამიანებიც მომზადებული ჰყავდათ. ჩემი ინფორმაცია მათსავე ინფორმაციას ეყდრნობა, მათ ნასაუბრალს. როგორც მოგეხსენებნათ, საქართველო პატარაა ქვეყანაა და ინფორმაციები ადვილად ჟონავს. ამიტომ ვითხოვ ხელისუფლებისაგან შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდი ვითარება და კეთილი ინებოს და ჩაატაროს არჩევნები ისე, რომ საზოგადოება არ შეწუხდეს, - აღნიშნა არეშიძემ, თუმცა არ დაასახელა, კონკრეტულად ვის ინტერესებში შედიოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა.
მისი თქმით, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურება, ის არის, რომ შეინარჩუნა ქვეყანაში სტაბილურობის დონე - საშუალოზე მაღალი.
ამას აღნიშნავენ საერთაშორისო დამკვირვებლები და არ აქვს დღეს ხელისუფლრებას უფლება დაუშვას ექსცესი. რომელიც ქვეყანაში დაპირისპირებას გამოწვევს. თუ შსს მინსიტრი ამბობს, რომ მათთვის ცნობილია, თუ რისთვის ემზადებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, შესაბამისი ღონისძიება უნდა გატარდეს და ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები მაისის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ვერსია და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი უშუალოდ ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. სარალიძის ორგანიზებულ აქციას შეუერთდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც უარყოფს, რომ მის ვაჟს, თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევის ჯგუფთან და შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. მაისში დაწყებული საპროტესტო აქციები ივლისში შეწყდა და სექტემბრის შუა რიცხვებში განახლდა.