ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი - “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები აქციას აანონსებენ

10:01 10-19-2018
102

ევრაზიული კავშირის ეკონომიკური ბიზნესფორუმი, რომელიც სავარაუდოდ დღეს უნდა გაიხსნას, როგორც ჩანს მწვავე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები აპირებენ, რომ ფორუმის გახსნასთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი მოაწყონ და თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტი გააპროტესტონ.

აქციის ორგანიზატორი ანა ჭარხალაშვილი ამბობს, რომ ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის მატარებელია და ხელისუფლებას ურჩევს მოლაპარაკებები ევროპულ ქვეყნებთან აწარმოოს..

თბილისში „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ ფორუმი რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. ფორუმის გახსნა 19 ოქტომბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სასტუმრო "ძველ თბილისში" იგეგმება. 

"ევრაზიული ეკონომიკური კავშირი" ევრაზიული კავშირის დანამატი ორგანიზაციაა. ევრაზიული კავშირი კი რუსეთის დომინანტობით შექმნილი ორგანიზაციაა და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნებია გაერთიანებული. მისი წევრი ქვეყნები არიან: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. საქართველო არც ევრაზიული კავშირის, არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის. 

 

ავტორი: