ასეთ ღონისძიებებს კარი არ უნდა გავუღოთ - ზვიად კვაჭანტირაძე "ევრაზიულ ბიზნესფორუმზე"

12:27 10-19-2018
86

სასტუმრო old Tbilisi-თან, სადაც ამ წუთებში, “ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი” მიმდინარეობს, ჟურნალისტებმა "ქართული ოცნების" წევრი ზვიად კვაჭანტირაძე დააფიქსირეს. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ის იქ ფორუმზე დასასწრებად არ მისულა და აღნიშნულ ტერიტორიასე სრულიად შემთხვევით მოხვდა.

"არ ვაპირებ ფორუმზე შესვლას. აქ არის ჩემი ბიძაშვილი, რომელიც თავის მეგობარს უნდა შეხვდეს. დაემთხვა ჩემი მოსვლა ამ ფორუმს. ორ შვილს გეფიცები, საერთოდ არ ვიცი, რა ფორუმია." განუცხადა ჟურნალისტებს კვაჭანტირაძემ. 

რაც შეეხება თავად ფორუმს, კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ამ ფორუმში არც ერთი ქართველი ბიზნესმენი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას.

„ევრაზიულ კავშირთან“ საქართველოს არანარი კავშირი არ აქვს და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქართველი ბიზნესმენი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას. საერთოდ, ასეთ ღონისძიებებს კარი არ უნდა გავუღოთ", - განაცხადა კაჭვანტირაძემ.

 

„ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმს“, რამდენიმე ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელები ესწრებიან. მათ შორის ბიზნესმენები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან.  ბიზნესფორუმი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს