სოფო კილაძე ეხმიანება დესტაბილიზაციის მცდელობას ოპონენტების მხრიდან. მისი თქმით, უშედეგოდ დასრულდა და მათ ადამიანები ვერ აიყოლიეს.
„ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის აშკარა ნიშნები სახეზეა. სხვაგვარად თითოეულ ჩვენგანს გაუჭირდება ახსნას, თუ რატომ შეიტანა ჩვენმა ოპონენტმა პარტიამ განცხადება რუსთაველზე მიტინგის სანქცირებისათვის სწორედ იმ დღეებში, როდესაც გაურკვეველი წარმომავლობის ე.წ ჩანაწერები გამოაქვეყნა. მათ ერთი რამ ვერ გათვალეს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ავის და კარგის, ტყუილის და მართლის გარჩევა. ადამიანები ვერ აიყოლიეს და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ასე წარუმატებლად დასრულდება ქვეყნის საზიანოდ გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი”,- განაცხადა სოფო კილაძემ.