ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნანა პატარკაციშვილმა განაცხადა.
„დედა საავადმყოფოში მოვათავსეთ, ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა, შაქარი 500-მდე. ფაქტიურად უგონო მდგომარეობაში გადმოვიყვანეთ ჩაფიძის კლინიკაში“, - გვითხრა ნანა პატარკაციშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ჩანაწერები, რომლის თანახმადაც 2007 წელს კუდის მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებდნენ. ნანა პატარკაციშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ოჯახისთვის მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა.
“როგორც კი ანონსი გავიდა ტელეიმედში, იმ წუთიდან ვართ შოკირებული. რატომღაც მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, გამომერთო შუქი სახლში და დედას არ ენახა, რადგან ძალიან არასასიამოვნო სიუჟეტი მზადდებოდა. განსაკუთრებულად ოჯახისთვის. მაგრამ, ეს არ გამომივიდა, მას ჩემზე ადრე ჰქონდა ანონსი ნანახი. რა თქმა უნდა ძალინ მძიმე მოსასმენი იყო, ეს იყო უმძიმესი ჩანაწერები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აღარ მოველოდით ამ ყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ის რაც ყველა ოჯახის სამზარეულოში ირჩეოდა სინამდვილე ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა ხელიც მოვაწერეთ სკოტლანდიის დასკვას, დავიჯერეთ, რადგან მსოფლიოში მნიშვნელოვანი კომპანია და არ გვქონდა არანაირი უფლება არ დაგვეჯერებინა. თურმე, სწორად მოვიქეცით. ჩვენ მათ დავუჯერეთ, იმდენად, რამდენადა იქ ლაპარაკია ბავშვების მოტაცებაზე, ოჯახების დაწიოკაბაზე, ასევე ლაპარაკია ისეთ პრეპარატებზე და ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ უნდა გმოჩნდეს არც შარდში, არც სისხლში და გარდაცვალების შემდეგ ვერავინ უნდა გაიგოს გარდაცვალების მიზეზი. ჩვენი ოჯახის, ბადრის მეუღლის და შვილების ოჯახის უდიდესი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ეს სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, რისი იმედიც გვაქვს და ძალინ გთხოვთ, ამას ნუ გავხდით საჯილდაო ქვად”, – განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა.