ლარის გაუფასურების საკითხს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება და ამ პროცესს არჩევნების მოახლოებას უკავშირებს, რაშიც მისი თქმით, უშუალოდ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილია ჩართული. ამის შესახებ ყოფილი მინისტრი საკუთარ ”ფეისბუქ” გვედზე წერს.
"სანამ ჩვენ ფარული ჩანაწერებით და ქვეყანაში არსებული მასკარადით ვერთობით, ბოლო ორ თვეში მინიმუმ 150 მილიონი ლარი ამოგვაცალა ჯიბეებიდან ივანიშვილმა ლარის კურსზე სპეკულიანტობით. მეორე ტურის ფულიც ჩვენ ხარჯზე ამოიღო და შემდეგ არჩევნებზე დასახარჯიც."-წერს ოქუაშვილი სოციალურ ქსელში.
ნინო ჩიბჩიური