მაია ასათიანი: "გადამარჩინა იდეამ, რომ დედა კიდევ გავხდებოდი"...

13:32 10-20-2018
2055

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა საკუთარ გადაცემაში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საკმაოდ უხერხულ კითხვებზე პასუხის შემდეგ ასათიანმა შვილის ყოლაზეც ისაუბრა. გაიხსენა განცდა, ფიქრები, როცა შვილი დაეღუპა და მის ცხედართან იჯდა. ისაუბრა ახლანდელ მდგომარეობაზეც. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი მონათხრობიდან:

"ცხოვრება შვილის სიკვდილის შემდეგ არის არსებობა. მე უბრალოდ დრო გამყავს. ერთადერთი კითხვა, რაც ჩემს თავთან მაქვს არის - რატომ ვცხოვრობ, რა აზრი აქვს ყველაფერს?! 

ჯერ კიდევ ნუცას ცხედართან ვიჯექი, როდესაც შემზარა განცდამ და ფაქტმა, რომ დედა აღარ ვიყავი, კატასტროფა იყო. გადამარჩინა იდეამ, რომ დედა კიდევ გავხდებოდი. დაკრძალვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ წავედი ექიმთან და შევამოწმე, რამდენად შევძლებდი კიდევ ბავშვის გაჩენას. ამაზე დადებითი პასუხი მივიღე და ამან მაცოცხლა რამდენიმე კრიტიკული თვე. მაგრამ რთულად მეჩვენება და მეშინია შვილის გაჩენა გარდაცვლილი შვილის სახელზე. მეშინია, რომ შვილს კიდევ რაიმე დაემართება. ვერ ვიქნები ალბათ სრულყოფილი დედა. მინახავს და მეცოდებიან, როდესაც გარდაცვლილი შვილის ნაცვლად აჩენენ. ახლა მომწონს ჩემი მარტოობა. “ - განაცხადა მაია ასათიანმა.

ავტორი: